ბოლო განახლება: 2021 წლის 9 სექტემბერი

MARRIOTT GROUP - ის გლობალური კონფიდენციალურობის განაცხადი

Marriott Groupიხსნება ახალ ბრაუზერში (ინგლისური) გაფასებთ როგორც ჩვენ სტუმარს და აცნობიერებს, რომ თქვენთვის კონფიდენციალობა მნიშვნელოვანია. ჩვენ გვსურს, რომ თქვენ გქონდეთ წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორც ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვამჟღავნებთ თქვენს პერსონალურ და სხვა მონაცემებს (ერთობლივად, „მონაცემები“).

კონფიდენციალურობის პრიორიტეტები

Marriott- ში ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს კონფიდენციალურობას და გვსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია და არჩევანი. ქვემოთ მოცემული ოფციები საშუალებას გაძლევთ გამოხატოთ თქვენი პრიორიტეტები: რას და რა რაოდენობით გვიზიარებთ ჩვენ და როდის და როგორ იგებთ ჩვენგან.

Ouvert

ჩვენ გვსურს, გავიგოთ რა არის თქვენთვის შესაფერისი და უზრუნველვჰყოთ, რომ გქონდეთ ინდივიდუალური გამოცდილება. როგორც ზემოთ, ჩვენი გლობალური კონფიდენციალურობის შესახებ განაცხადში დეტალურად არის აღწერილი, ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ვებგვერდებზე ციფრულ ინსტრუმენტებს, როგორიცაა მზა ჩანაწერები და ტეგებს. მზა ჩანაწერები ასევე გვეხმარება მოგაწოდოთ, დავიცვათ და გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისები. თქვენი პრიორიტეტების დასარეგულირებლად, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს მონიტორინგის პარამეტრების გვერდსიხსნება ახალ ბრაუზერში.

Ouvert

გვსურს, თქვენთვის ღირებული გზებით დაგიკავშირდეთ, მათ შორის რამდენად ხშირად გსურთ, რომ ჩვენგან გაიგოთ. თქვენი პრიორიტეტების განსაზღვრისათვის, გთხოვთ, შედით თქვენი ლოიალურობის ანგარიშის პროფილზე და აირჩიეთ კომუნიკაციის პრიორიტეტები. გამოწერის გასაუქმებლად, გამოიყენეთ ჩვენს შორის წარმოებული ნებისმიერი კომუნიკაციის ბოლოს მითითებული ბმული. შენიშვნა: იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ იტყვით ჩვენი მხრიდან კომუნიკაციაზე უარს, ჩვენ კვლავ გამოგიგზავნით ტრანზაქციურ შეტყობინებებს, როგორიც არის ინფორმაცია თქვენს ჯავშნებზე ან დარჩენასთან დაკავშირებით, მათ შორის დასტურსა და ჩამოსვლამდელი შეტყობინებების ელწერილებს, ან ანგარიშის უსაფრთხოების განახლებებს.

Ouvert

თუ გსურთ მოითხოვოთ წვდომა, ან შეცვალოთ, წაშალოთ, ან შეზღუდოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, რომელიც თქვენ მოგვაწოდეთ აქამდე, ან თუ გსურთ მიიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემების ელექტრონული ასლი მისი სხვა კომპანიისათვის გადაცემის მიზნით (რამდენადაც ამის უფლებას განიჭებთ კანონი), გთხოვთ შეავსოთ ეს ფორმაიხსნება ახალ ბრაუზერში. იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ კითხვები ფორმასთან ან ჩვენ პროცესთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ privacy@marriott.com -ზე, ან ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე:

Marriott International, Inc.
Global Compliance, Privacy
7750 Wisconsin Avenue
Bethesda, MD 20814
ამერიკის შეერთებული შტატები

EEA საკონტაქტო ინფორმაცია:
Luxury Reservations Limited
10 Earlsfort Terrace
Dublin D02 T380
ირლანდია

თქვენი დაცვის მიზნით, ჩვენ ვასრულებთ მხოლოდ იმ მოთხოვნას, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ ელექტრონულ მისამართთან და/ან ნდობის ანგარიშის ნომერთან, რომელსაც აიდენტიფიცირებთ თქვენს მოთხოვნაში, და შესაძლოა ჩვენ დაგვჭირდეს თქვენი ვინაობის გადამოწმება, სანამ თქვენი მოთხოვნა შესრულდება. იმ შემთხვევაში თუ ეს დაშვებულია კანონით, ჩვენ შესაძლოა დაგაკისროთ შესაბამისი გადასახადი, რომ დავფაროთ ხარჯები თქვენი მოთხოვნის საპასუხოდ.

Marriott ითვალისწინებს და პატივს სცემს ჩვენი სტუმრების კონფიდენციალურობას და ვეცდებით დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნა გონივრულ ვადაში შესაბამისი კანონის დაცვით.

მონაცემები, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე განცხადება კონფიდენციალობის შესახებ

წინამდებარე განცხადება კონფიდენციალობის შესახებ აღწერს Marriott Group-ის კონფიდენციალობის პრაქტიკას იმ მონაცემების მიმართ, რომლებსაც ვაგროვებთ:

  • ვებ-გვერდების საშუალებით, რომლებიც იმართება ჩვენს მიერ, საიდანაც თქვენ გაქვთ წვდომა წინამდებარე განცხადებაზე კონფიდენციალუობის შესახებ, მათ შორის Marriott.com და სხვა ვებ-გვერდებით, რომელიც ეკუთვნის ან კონტროლირდება Marriott Group-ის მიერ (ერთობლივად, ვებ-გვერდები);
  • პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციების საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფილია ჩვენს მიერ კომპიუტერებიდან და მობილური მოწყობილობებიდან გამოსაყენებლად (აპები);
  • ჩვენი სოციალური ქსელის გვერდების საშუალებით, რომლებსაც ჩვენ ვმართავთ, საიდანაც თქვენ გაქვთ წვდომა წინამდებარე განცხადებაზე კონფიდენციალობის შესახებ (ერთობლივად სოციალური ქსელის გვერდები);
  • ელ. ფოსტების საშუალებით, რომლებსაც ჩვენ გიგზავნით ბმულით წინამდებარე კონფიდენციალობის შესახებ განცხადებაზე და თქვენი ჩვენთან ონლაინ და პირადი კომუნიკაციების საშუალებით;
  • მესამე მხარისგან, როგორიცაა ავტორიზებული ლიცენზიატი, მფლობელები და ფრანშიზის მიმღებები და სხვა წყაროები, როგორიცაა საჯარო მონაცემთა ბაზები, მარკეტინგის პარტნიორები და სხვა მესამე პირები; და
  • როდესაც გვესტუმრებით ან რჩებით როგორც სტუმარი ჩვენს ერთ-ერთ საკუთრებაში, ან სახლებში და ვილებში შემოთავაზებული Marriott International პლატფორმის მიერ წარმოდგენილი სახლებითა და ვილებით (Homes and Villas), ან სხვა ონლაინ კავშირს გარეთ ინტერაქციებში (ერთობლივად,საკუთრებების სტუმრობა და ონლაინ კავშირს გარეთ ინტერაქციები).

ერთობლივად, ჩვენ ვგულისხმობთ ვებგვერდებს, აპებს, და საკუთრებების სტუმრობა და ონლაინ კავშირს გარეთ ინტერაქციებთან ერთად “მომსახურებებს”.

დასაწყისში დაბრუნება

მონაცემები, რომელსაც ვაგროვებთ

თქვენი სტუმრობის მთელი პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს კანონის შესაბამისად და იმისთვის, რათა უკეთ მოგემსახუროთ. პერსონალური მონაცემები არის ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია თქვენი ვინაობის დადგენა, ან გიკავშირდებოდეთ თქვენ, როგორც იდენტიფიცირებად ინდივიდს. ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს შესახებ პერსონალურ მონაცემთა შემდეგ ტიპებს:

  • სახელი, გვარი
  • სქესი
  • საფოსტო მისამართი
  • ტელეფონის ნომერი
  • ელ-ფოსტის მისამართი
  • ფინანსური ინფორმაცია (როგორიცაა საკრედიტო და სადებეტო ბარათის ნომერი ან გადახდის სხვა მონაცემები)
  • ენის პრეფერენცია
  • დაბადების თარიღი და ადგილი
  • ეროვნება, პასპორტი, ვიზა ან სხვა სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული საიდენტიფიკაციო მონაცემები
  • მნიშვნელოვანი თარიღები: დაბადების დღეები, იუბილეები და განსაკუთრებული შემთხვევები
  • ერთგულების პროგრამის წევრობის მონაცემები (მათ შორის თანა-ბრენდირებული ბარათები, მოგზაურობის პარტნიორი პროგრამების კავშირები)
  • დამსაქმებლის დეტალები (ბიზნესთან დაკავშირებული ჯავშნებისთვის)
  • მოგზაურობის განრიგი, ტურისტული ჯგუფები ან სხვა აქტივობის მონაცემები
  • წინა სტუმრობები და ინტერაქციები, შეძენილი პროდუქტები და სერვისები, მოთხოვნები სპეციალურ სერვისისებზე და კეთილმოწყობილობებზე.
  • სოციალური მედიის ანგარიშის ID, პროფილის ფოტო ან სხვა საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია ან მონაცემები, რომელიც ხელმისაწვდომია თქვენი სოციალური ქსელიდან ან ლოიალობის ანგარიშიდან

შეზღუდულ შემთხვევებში, ჩვენ ასევე შესაძლებელია შევაგროვოთ:

  • მონაცემები ოჯახის წევრებისა და პარტნიორების შესახებ, ბავშვების სახელები და ასაკი
  • ბიომეტრული მონაცემები
  • სურათები, ვიდეო და აუდიო მონაცემები შემდეგის საშუალებით: (ა) უსაფრთხოების კამერების საშუალებით, რომლებიც განთავსებულია ჩვენი საკუთრების საჯარო ადგილებში, როგორებიცაა კორიდორი და ვესტიბიული. ასევე (ბ) სხეუზე მიმაგრებული კამერების საშუალებით, რომლებსაც ატარებენ ჩვენი დანაკარგის თავიდან აცილებაზე პასუხისმგებელი ოფიცრები და სხვა უსაფრთხოების პერსონალი.

ჩვენ ასევე შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენი უპირატესობების შესახებ, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ იმისათვის, რომ გავხადოთ თქვენი ახლანდელი და მომავალი სტუმრობა და გამოცდილება ჩვენთან უფრო სასიამოვნო, მათ შორის ინფორმაცია თქვენი ინტერესების შესახებ და სხვა შესაბამისი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვიგებთ თქვენ შესახებ ჩვენთან სტუმრობისას. ეს ასევე შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერი სახის დადებით და უარყოფით შეფასებებს ჩვენი სერვისების შესახებ, რომლებსაც თქვენ გვამცნობთ, რათა ჩვენ გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურება და კონკრეტულ საკვებთან, ჯანმრთელობის შეზღუდვებთან ან პირად საჭიროებებთან დაკავშირებული საკითხები თქვენი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. აგრეთვე, ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენი „პერსონალური უპირატესობების” შესახებ, რაც შეიძლება მოიცავდეს განსაკუთრებულ იუბილეებს (როგორიცაა დაბადების დღე ან ქორწინების წლისთავი), როგორი ტიპის აქტივობაში გირჩევნიათ მიიღოთ მონაწილეობა ჩვენთან დარჩენისას და ინფორმაციას თქვენი ინტერესების შესახებ. პერსონალური უპირატესობები აგრეთვე შეიძლება ითვალისწინებდეს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვისთან მოგზაურობთ ხოლმე, მათთან თქვენი კავშირი და ინფორმაცია თქვენი ოჯახური სტატუსის შესახებ.

თუ თქვენ წარადგენთ პერსონალურ მონაცემებს სხვა პირთა შესახებ ჩვენთან ან ჩვენი მომსახურებების პროვაიდერებთან (მაგ., თუ გააკეთებთ ჯავშანს სხვა პირისთვის), თქვენ ამით აცხადებთ, რომ გაქვთ შესაბამისი უფლებამოსილება და ნებას გვაძლევთ გამოვიყენოთ წარდგენილი მონაცემები წინამდებარე კონფიდენციალობის შესახებ განცხადების შესაბამისად.

დასაწყისში დაბრუნება

მზა ჩანაწერები და სხვა მონაცემები

შესაძლოა ჩვენ ასევე შევაგროვოთ „სხვა მონაცემები“, რომლებიც ჩვეულებრივ არ ავლენენ თქვენს კონკრეტულ ვინაობას ან პირდაპირ არ უკავშირდება ინდივიდს. იმ შემთხვევაში, თუ „სხვა მონაცემები“ გამოავლენს თქვენს პიროვნებას ან დაკავშირებული იქნება რომელიმე ინდივიდთან, ჩვენ ამ სხვა მონაცემებს განვიხილავთ როგორც პერსონალურ მონაცემებს. სხვა მონაცემები მოიცავს:

  • თქვენი ბრაუზერი ან მოწყობილობა. ჩვენ გარკვეული სახის მონაცემებს ვიღებთ თქვენი ბრაუზერის საშუალებით ან ავტომატურად თქვენი მოწყობილობიდან, როგორებიცაა მედია წვდომის კონტროლის (MAC) მისამართი, კომპიუტერის ტიპი (Windows ან Apple), ეკრანის რეზოლუცია, ოპერაციული სისტემის სახელი და ვერსია, მოწყობილობის მწარმოებელი და მოდელი, ენა, ინტრნეტ ბრაუზერის ტიპი და იმ ონლაინ მომსახურების (როგორებიცაა აპლიკაციები) ვერსია და სახელი, რომლებსაც თქენ იყენებთ. ჩვენ ვიყენებთ ამ მონაცემებს იმისათვის, რათა დავრწმუნდეთ რომ, ონლაინ მომსახურებები სათანადოდ ფუნქციონირებს.
  • თქვენ მიერ აპლიკაციების გამოყენება. ჩვენ ვაგროვებთ გარკვეულ მონაცემებს, როდესაც თქვენ ტვირთავთ და იყენებთ აპლიკაციას, როგორიც არის ინფორმაცია აპლიკაციის გამოყენების შესახებ, თარიღი და დრო, როდესაც თქვენს მოწყობილობაში არსებული აპლიკაცია უკავშირდება ჩვენს სერვერს და რა მონაცემების და ფაილების გადმოწერა მოხდა აპლიკაციის საშუალებით, თქვენი მოწყობილობის ნომრის მიხედვით. ჩვენ ვიყენებთ ამ მონაცემებს იმისათვის, რათა დავრწმუნდეთ რომ, ონლაინ მომსახურებები სათანადოდ ფუნქციონირებს. ჩვენი აპლიკაციები შეიძლება შეიცავდეს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების ნაკრებებს (SDK) მესამე მხარეებისგან, რომლებმაც შეიძლება შეაგროვონ და გადასცენ სხვა მონაცემები აპლიკაციაში სხვადასხვა ფუნქციის გასააქტიურებლად.  შესაძლოა ჩვენ ასევე შევაგროვოთ მობილური მოწყობილობის სარეკლამო იდენტიფიკატორები თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად და პერსონალიზებისთვის და შესაბამისი პროდუქტების, კონტენტის მოწოდებისთვის ან რეკლამების ჩვენებისთვის ვებგვერდის, აპლიკაციების თუ გარე რეკლამების სახით.
    • შეცვალეთ თქვენი აპლიკაციის პარამეტრები მობილური მოწყობილობის სარეკლამო იდენტიფიკატორების შეგროვებისათვის. თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ თქვენი უპირატესობები ჩვენს Bonvoy™ მობილურ აპლიკაციაში მასში შესვლით, აპლიკაციის "ანგარიშის" განყოფილებაში გადასვლით, პარამეტრების ღილაკის არჩევით (მონიშნეთ კბილანას ხატულა) ანგარიშის განყოფილების ზედა მარჯვენა კუთხეში, შემდეგ აირჩიეთ თქვენი „კომუნიკაციის უპირატესობები“ და შემდეგ, „შეთავაზებები ჩვენი პარტნიორებისგან“. გარდა ამისა, შეგიძლიათ ჩამოყაროთ სარეკლამო იდენტიფიკატორები ან გამორთოთ ისინი თქვენი მობილური მოწყობილობის კონფიდენციალურობის პარამეტრებიდან.
    • აპლიკაციის არჩევითი მახასიათებლები. ჩვენი აპლიკაციები შეიძლება შეიცავდეს არჩევით ფუნქციებს, რომლებიც ხელმისაწვდომია დეველოპერებისთვის მოწყობილობის ოპერაციული სისტემის მიერ. თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად, შეიძლება დაგვჭირდეს თქვენი ნებართვა თქვენი მოწყობილობის მდებარეობის, კამერის ან სხვა ფუნქციების გამოსაყენებლად (მაგალითად, თქვენი მოწყობილობის კამერის გამოყენებით საკრედიტო ბარათის ინფორმაციის მიღება). თქვენ შეგიძლიათ არ დაუშვათ ამგვარი ფუნქციების გამოყენება, რა შემთხვევაშიც, ასეთ ფუნქციებზე დამოკიდებული აპლიკაციის პარამეტრები შესაძლოა თქვენთვის არ იყოს ხელმისაწვდომი. ამ ნებართვების სამართავად, გადადით მოწყობილობის პარამეტრებზე.
  • ქუქი ფაილები. ჩვენ ვაგროვებთ გარკვეულ მონაცემებს მზა ჩანაწერებიდან, რომელიც წარმოადგენს იმ მონაცემების ნაწილს, რომელიც უშუალოდ იმ კომპიუტერში ან მობილურ მოწყობილობაში ინახება, რომელსაც იყენებთ. ქუქი უფლებას გვაძლევს, მოვაგროვოთ ბრაუზერის ტიპის, ონლაინ მომსახურებაზე გატარებული დროის ხანგრძლივობის, მონახულებული გვერდების, მითითებული საინფორმაციო რესურსის მაჩვენებელის (URL), ენობრივი უპირატესობებისა და სხვა საერთო ტრაფიკის მონაცემები. ფუნქციონალურ ქუქი ფაილებს ჩვენ ვიყენებთ მონაცემების მისაღებად უსაფრთხოების მიზნებისათვის, ნავიგაციის გამარტივებისათვის, შემცველობის დემონსტრირების ეფექტურობისათვის, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისათვის, თქვენი გამოცდილების პერსონალიზებისათვის მაშინ, როდესაც იყენებთ ონლაინ სერვისებს და იმისათვის, რომ ამოვიცნოთ თქვენი კომპიუტერი, რათა დაგეხმაროთ ონლაინ სერვისებით სარგებლობაში. ჩვენ ასევე ვაგროვებთ სტატისტიკურ ქუქი ფაილების მონაცემებს ონლაინ სერვისების მოხმარების შესახებ, იმისათვის, რომ მუდმივად გავაუმჯობესოთ დიზაინი და ფუნქციონირება, მივხვდეთ თუ როგორ გამოიყენებიან ისინი და გავცეთ შეკითხვებს პასუხი. სარეკლამო მზა ჩანაწერები შემდგომ გვაძლევს საშუალებას, ამოვირჩიოთ ის რეკლამები თუ შეთავაზებები, რომლებიც თქვენ ყველაზე მეტად გხიბლავთ, და გამოვაჩინოთ ისინი, მაშინ როდესაც სარგებლობთ ონლაინ მომსახურებებით. ჩვენ მათ ასევე ვიყენებთ მარკეტინგული ელწერილების გასაგზავნად და ონლაინ რეკლამებსა და მარკეტინგულ ელ-ფოსტაზე გამოხმაურების კონტროლისთვის. თქვენ შეგიძლიათ შეიტყოთ მეტი მზა ჩანაწერებზე: http://www.allaboutcookies.org/manage-cookies/index.htmlOpen in a new browser tab.
    • მართეთ ქუქი ფაილებების პარამეტრები:
      • თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, დაეთანხმებით თუ არა ქუქი ფაილებებს თქვენი მონიტორინგის პრეფერენციების მართვით, ჩვენი მთავარი გვერდის ბოლოში განთავსებულ „მონიტორინგის უპირატესობებზე“ დაჭერით ან ბრაუზერში პარამეტრების შეცვლით. თუმცა, თუ არ დაეთანხმებით მზა ჩანაწერებს, თქვენ შეიძლება განიცადოთ გარკვეული დისკომფორტი ონლაინ სერვისების გამოყენების მხრივ. მაგალითად, ჩვენ ვერ ვიცნობთ თქვენს კომპიუტერს, და თქვენ ყოველ ჯერზე მოგიწევთ სისტემაში შესვლა. თქვენ ჩვენგან არ მიიღებთ ისეთ რეკლამებს და შემოთავაზებებს, რომელიც თქვენს ინტერესებს და საჭიროებებს შეესაბამება. ამჯერად, ჩვენ არ ვპასუხობთ ბრაუზერების “Do-Not-Track” სიგნალებს.
    • მესამე მხარის რეკლამები. ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ მესამე მხარის სარეკლამო კომპანიები რეკლამირებისთვის იმ პროდუქტისა და მომსახურების შესახებ, რომელმაც შესაძლოა დაგაინტერესოთ ონლაინ მომსახურებაზე, სხვა ვებ-საიტების ან ონლაინ სერვისების თქვენს მიერ წვდომისა და მათი გამოყენების დროს. მსგავსი რეკლამების მოსაწოდებლად, ეს კომპანიები ათავსებენ ან ამოიცნობენ უნიკალურ მზა ჩანაწერს თქვენს ბრაუზერში (მათ შორის პიქსელ ტეგების გამოყენების საშუალებით). თუ გსურთ გაიგოთ მეტი ინფორმაცია აღნიშნული პრაქტიკის შესახებ და მასთან დაკავშირებული თქვენი არჩევანის შესახებ, მაშინ გთხოვთ მოინახულოთ http://www.networkadvertising.org/managing/opt_out.aspOpen in a new browser tab და http://www.aboutads.info/Open in a new browser tab.
  • Pixel Tags და სხვა მსგავსი ტექნოლოგიები. ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს პიქსელური ტეგებიდან (ასევე ცნობილი, როგორც ვებ-შუქურები და გრაფიკული გაცვლის ფორმატები - GIFs), რომლებიც ასევე გამოიყენება სხვა ონლაინ მომსახურებაში სხვა საქმიანობებთან ერთად იმისათვის, რომ აკონტროლოს ონლაინ მომსახურების მომხმარებლის ქმედებები (მათ შორის ელ-ფოსტის მიმღებების), გაზომოს ჩვენი მარკეტინგული კამპანიების წარმატება და ააგოს ონლაინ სერვისების მოხმარების სტატისტიკა.
  • ანალიტიკა. ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს Google-ის ანალიტიკის და Adobe-ის ანალიტიკის საშუალებით, რომლებიც გამოიყენებენ მზა ჩანაწერებს და ტექნოლოგიებს იმისათვის, რომ შეაგროვონ და გაანალიზონ სერვისების მოხმარების მონაცემები. ეს სერვისები აგროვებს მონაცემებს სხვა ვებ-გვერდების, აპლიკაციების და ონლაინ რესურსების გამოყენების შესახებ. თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ მეტი Google-ის პრაქტიკებთან დაკავშირებით, თუ გადახვალთ www.google.com/policies/privacy/‌partners/Open in a new browser tab და გადმოტვირთავთ Google Analytics-ს და უარს იტყვით add-on-ზე, რომელიცე ხელმისაწვდომია აქ https://tools.google.com/dlpage/gaoptoutOpen in a new browser tab. თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ მეტი Adobe-ის შესახებ და უარი განაცხადოთ http://www.adobe.com/privacy/opt-out.htmlOpen in a new browser tab სტუმრობით.
  • თქვენი IP მისამართი. ჩვენ ვინახავთ თქვენს აი-პი მისამართს, ნომერს, რომელიც ავტომატურად ენიჭება მოწყობილობას, რომელსაც იყენებთ თქვენი ინტერნეტ სერვის პროვაიდერის საშუალებით (ISP). IP მისამართი ავტომატურად იდენტიფიცირდება და ხდება ჩვენს სერვერზე შესვლის ფაილებში, როდესაც მომხმარებელი სარგებლობს ონლაინ სერვისებით, ისევე როგორც ვიზიტის დრო და ის გვერდები, რომლებიც მოინახულეს. ჩვენ ვიყენებთ IP მისამართებს იმისათვის, რომ გამოვთვალოთ გამოყენების დონეები, მოვახდინოთ სერვერის პრობლემების დიაგნოსტიკა და ონლაინ სერვისების ადმინისტრირება. ჩვენ ასევე შესაძლოა მივიღოთ თქვენი სავარაუდო ადგილმდებარეობა თქვენი IP მისამართიდან.
  • აგრეგირებული და სეგმენტირებული მონაცემები. ჩვენ შესაძლოა დავაჯგუფოთ ის მონაცემები, რომლებიც შევაგროვეთ და ეს აგრეგირებული მონაცემები არ იქნება პირადად თქვენი ან რომელიმე სხვა მომხმარებლის მაიდენტიფიცირებელი. ჩვენ ასევე შესაძლოა გამოვიყენოთ როგორც პერსონალური მონაცემები, ასევე სხვა მონაცემები, რომ მომხმარებლები დავყოთ სეგმენტებად ან ჯგუფებად, რომ უზრუნველეყოს უფრო შესაფერისი რეკლამირება.
  • ლოკაციაზე დამყარებული სერვისები. თქვენი თანხმობით, ჩვენ შესაძლოა მოვიპოვოთ თქვენი მოწყობილობის ფაქტობრივი ადგილმდებარეობა, სატელიტის, მობილური კავშირის ანძის, Wi-Fi სიგნალის ან სხვა ტექნოლოგიის საშუალებით. ჩვენ ამ მონაცემებს შევაგროვებთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ თანხობას განაცხადებთ აპლიკაციის ან სხვა პროგრამის საშუალებით ( პროგრამაში პირველად შესვლის დროს ან მოგვიანებით), იმისათვის რომ გავაუმჯობესოთ განსაკუთრებული შეთავაზებები და გააქტიუროთ მდებარეობაზე ორიენტირებული პროდუქტები თქვენს მოწყობილობაზე. თუ თქვენ აირჩიეთ თქვენი ადგილმდებარეობის გაზიარება, აპლიკაცია ან სხვა პროგრამა გააგრძელებს მონაცემების შეგროვებას ადგილმდებარეობის შესახებ იმაზე დამოკიდებულებით, თუ როგორ გსურთ გააზიაროთ მონაცემები.
    • ზუსტ ადგილმდებარეობაზე უარის თქმა: მომხმარებელს შეუძლია მიუთითოს მოწყობილობის ოპერაციული სისტემიდან ადგილმდებარეობის უწყვეტი გაზიარება, მხოლოდ მაშინ როდესაც აპლიკაცია არის გამოყენებაში, ან არასდროს. თუ აირჩევთ მხოლოდ იმ პერიოდს, როდესაც აპლიკაცია გამოიყენება, ჩვენ გვექნება წვდომა მონაცემებზე, სანამ არ გამოხვალთ ან გათიშავთ აპლიკაციას ან თუ იყენებთ თქვენი ტელეფონის ან სხვა მოწყობილობის პარამეტრებს ადგილმდებარეობის შესაძლებლობების დეაქტივაციისთვის განკუთვნილი Bonvoy™ -ის აპლიკაციისთვის ან სხვა პროგრამისთვის.

დასაწყისში დაბრუნება

როგორ და სად ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს

წინამდებარე განცხადება კონფიდენციალობის შესახებ აღწერს Marriott Group-ის კონფიდენციალობის პრაქტიკებს პერსონალური და სხვა მონაცემების მიმართ, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ შემდეგის საშუალებით:

  • Marriott Group. ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ და სხვა მონაცემებს სხვა კომპანიებისგან Marriott Groupიხსნება ახალ ბრაუზერში-ის შიგნით ამ კონფიდენციალურობის განაცხადში აღწერილი მიზნების შესაბამისად, როგორიცაა სერვისების მიწოდება და პერსონალიზირება, თქვენთან ურთიერთობა, ლოიალურობის პროგრამების ხელშეწყობა და ჩვენი ბიზნეს მიზნების შესრულება.
  • მფლობელები, ფრენჩაიზები და ერთობლივი საწარმოები. ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს და სხვა მონაცემებს Marriott Group-ის ბრენდირებული საკუთრების მფლობელებისგან, რომლებსაც ჩვენ ვმართავთ, Marriott Group-ის ფრენჩაიზებისგან, რომლებიც საკუთრებაში არიან და დამოუკიდებლად იმართებიან ჩვენთან ფრენჩაიზის ხელშეკრულებით, და ერთობლივი საწარმოს პარტნიორებისგან. მესაკუთრეები და ფრანშიზები არიან Marriott Group-ისგან დამოუკიდებლები. ფრანშიზის მიმღები არის მესამე მხარის ოპერატორები და მმართველი კომპანიები.
  • სახლების და ვილების ობიექტის მართვის კომპანიები. ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ და სხვა მონაცემებს კომპანიებისაგან და მათი მომსახურებების პროვაიდერებისაგან, რომლებიც მართავენ სახლებისა და ვილების საკუთრებებს, თქვენს ჯავშანებს სახლებსა და ვილებში, და უზრუნველყოფენ თქვენთვის დამატებით მხარდაჭერას თქვენი ვიზიტის დროს სახლებსა და ვილებში („სახლებისა და ვილების საკუთრებების მართვის კომპანიები“). სახლებისა და ვილების საკუთრებების მართვის კომპანიები არიან Marriott Group-ისგან დამოუკიდებლები.
  • უფლებამოსილი ლიცენზიატები. ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ და სხვა მონაცემებს იმ კომპანიებისაგან, რომლებთანაც ვაფორმებთ ლიცენზიის ან სხვა მსგავს ხელშეკრულებას, იმისათვის რომ მოხდეს ჯგუფის ბრენდის ქვეშ პროდუქციის და სერვისების გაყიდვა („ავტორიზებული ლიცენზიატები“). ავტორიზებული ლიცენზიატების მაგალითები მოიცავს ჩვენი დასასვენებელი საკუთრების წილის პარტნიორს, Marriott Vacations Worldwide Corporation-ს, შპს Cruise Yacht Optco-ს d/b/a The Ritz-Carlton Yacht Collection-ს, Marriott Group-ის ბრენდირებული უძრავი ქონების დეველოპერებს, და საკრედიტო ბარათის თანაბრენდირებულ პარტნიორებს. ავტორიზებული ლიცენზიატები არიან Marriott Group-ისგან დამოუკიდებლები.
  • საკუთრების ან/და მოგზაურობის პროვაიდერები. ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ თქვენი პერსონალური მონაცემები და სხვა მონაცემები სპას, რესტორნის, ჯანმრთელობის კლუბის, კონსიერჟის და სხვა ობიექტებისგან, რომლებიც ჩვენს საკუთრებაშია განთავსებული.
  • დაკავშირებული ანგარიშები. ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს და სხვა მონაცემებს, როდესაც თქვენ იყენებთ თქვენი ლოიალურობის პროგრამის ნომერს ან ონლაინ სერვისებზე წვდომის მონაცემებს, რათა მიიღოთ ან დარეგისტრირდეთ მესამე მხარის გარკვეულ სერვისებზე. ეს კომპანიები მოიცავს ბიზნესებს, როგორიცაა ავიაკომპანიები და მანქანების გაქირავების პროვაიდერები და რესტორნების დაჯავშნისა და ავტომობილის მომსახურების პარტნიორები. ამის გარდა, თქვენი სოციალური ქსელის ანგარიშის პროვაიდერი საშუალებას გაძლევთ, დაუკავშიროთ თქვენი სოციალური ქსელის ანგარიში თქვენი ონლაინ მომსახურებების ანგარიშს ან შეხვიდეთ თქვენი ონლაინ ქსელის ანგარიშზე თქვენი სოციალური ქსელის ანგარიშიდან. ასეთ მომსახურებებში ჩართვისას, ჩვენ გავამჟღავნებთ თქვენს პერსონალურ და სხვა ინფორმაციას ამ მესამე მხარეებთან. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ, რომ თქვენი პირადი მონაცემების ან სხვა მონაცემების შეგროვება მოხდეს ამ გზით, მაშინ არ მიაწოდოთ თქვენი ლოიალურობის პროგრამის ნომერი მესამე მხარეს, არ გამოიყენოთ თქვენი ონლაინ სერვისების წვდომის მონაცემები მესამე მხარის სარეკლამო აქციებზე რეგისტრაციისთვის და არ დაუკავშიროთ თქვენი ონლაინ სერვისების ანგარიშები მესამე მხარის სერვისების ანგარიშებს.
  • სარეკლამო აქტივობა. ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს და სხვა მონაცემებს მესამე მხარისგან, რომლებმაც შეიძლება მოგაწოდონ სარეკლამო აქციები, როგორიცაა გათამაშებები, კონკურსები ან სხვა შეთავაზებები
  • eFolio პროგრამა. თუ თქვენ ხართ კომპანიის თანამშრომელი, რომელიც მონაწილეობს Marriott Group-ის eFolio პროგრამაში და დაჯავშნით თქვენს ოთახს კომპანიის კორპორატიული კოდის გამოყენებით ან გადაიხდით თქვენს ხარჯებს კორპორატიული საკრედიტო ბარათის გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ პერსონალური მონაცემები და სხვა მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია თქვენს სასტუმროში დარჩენასთან ან თქვენს კომპანიაში დასაქმებასთან. ეს კონფიდენციალურობის განცხადება არ ვრცელდება თქვენს იმ პერსონალურ მონაცემებზე, რომელსაც მართავს თქვენი დამსაქმებელი, საკრედიტო ბარათის კომპანია ან ბანკი, და ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მათ პრაქტიკაზე.
  • სხვა წყაროები და მომსახურების მიმწოდებლები. ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს სხვადასხვა მესამე მხარისგან, როგორიცაა საჯარო მონაცემთა ბაზები, საერთო მარკეტინგული შეთანხმების მქონე პარტნიორები და ონლაინ ტურისტული საატენტოები (OTAs).
  • ონლაინ მომსახურებები. ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ ან სხვა მონაცემებს, როდესაც თქვენ ურთიერთობთ ჩვენს ონლაინ სერვისებთან ისეთი ქმედებების შესრულებით, როგორიცაა, მაგრამ არა მხოლოდ, დათვალიერება, დაჯავშნა, საქონლის და მომსახურების შესყიდვა ჩვენი ვებ-გვერდიდან ან აპლიკაციებიდან, ჩვენთან კომუნიკაცია ან სხვაგვარად ჩვენთან დაკავშირება ან დაპოსტვა სოციალური მედიის გვერდებზე, ან საინფორმაციო ბიულეტენის გამოწერა ან გამოკითხვაში, კონკურსში ან სარეკლამო შეთავაზებაში მონაწილეობა.
  • კლიენტთა ზრუნვის ცენტრები. ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, როდესაც თქვენ აკეთებთ ჯავშავს ტელეფონის საშუალებით, გვეკონტაქტებით ელ-ფოსტით ან იყენებთ ფაქსს, ონლაინ სასაუბრო მომსახურებას, ან უკავშირდებით კლიენტთა მომსახურებას. ეს კომუნიკაციები შესაძლოა ჩაიწეროს ხარისხის უზრუნველყოფის და სწავლების მიზნით.
  • ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობები. ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს ჩვენს საკუთრებაში არსებული ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობებიდან. მაგალითად, როდესაც აკავშირებთ მოწყობილობას სასტუმროს ინტერნეტთან, ან შეგიძლიათ გამოიყენოთ სახლის ჭკვიანი ასისტენტი, იმისათვის, რომ მოირგოთ თქვენი საცხოვრებელი და თქვენივე გამოცდილება.

დასაწყისში დაბრუნება

რატომ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს (სამართლებრივი საფუძველი)

მიზანიმიზანთან დაკავშირებული საქმიანობების აღწერასამართლებრივი საფუძვლები
დაჯავშნა და სტუმრების რეგისტრაციამოცემული დანიშნულებისთვის არსებობს მრავალი საქმიანობა, როგორიც არის: სასტუმროს აპარტამენტების და დაკავშირებული მომსახურებების ჯავშნებისა და შეკვეთების ხელშეწყობა; მიღებამდე კომუნიკაციებში ჩართულობა (ლოგისტიკა, ცვლილებები, უპირატესობების მინიჭება, ა.შ.); და გადახდების და დეპოზიტური უზრუნველყოფის დამუშავება.

ფიზიკური პირისათვის კონტრაქტის შესრულება სტუმრის მიერ ოთახის დაჯავშნით

ლეგიტიმური ინტერესები ოთახის დამკვეთი ფიზიკური პირისათვის, მაგალითად, მისი რჩეული უპირატესობების გათვალისწინება, აგრეთვე იმ პირებისთვის, რომლებიც თან ახლავს მთავარ სტუმარს (მაგ. მეუღლე, ბავშვები, მეგობრები)

სამართლებრივი ვალდებულები, რომლებიც უკავშირდება ფინანსურ ტრანზაქციებს, როგორიც არის ბუღალტერიის და ანგარიშგების წარმოება.

ადგილზე მიღება და ვიზიტის მომსახურებებიმოცემული დანიშნულებისთვის არსებობს მრავალი საქმიანობა, როგორიც არის: სასტუმროში შესვლისა და გასვლის რეგისტრაციის ხელშეწყობა; გადახდების დამუშავება; თანმიმდევრული და პერსონალიზირებული მომსახურების და კონსულტაციის გაწევა ადგილზე მდებარე სერვისების შესახებ (წარსულში არსებულ მოხმარებაზე ან გამოხატულ უპირატესობებზე დაყრდნობით); კონსიერჟით უზრუნველყოფა; ბარგის შენახვა, და საპარკინგე მომსახურებები; სტუმრების სახელით მესამე მხარეების პროვაიდერებთან შეთანხმებების წარმოება (როგორიცაა ტურების და სხვა საექსკურსიო სანახაობების კოორდინირება, ტაქსით უზრუნველყოფა, შატლის და პირადი მძღოლის მომსახურებები; რესტორნებში და ღონისძიებებზე ჯავშნებისა და შეკვეთების ხელშეწყობა); WiFi-ის, ტელევიზიის და სხვა საკომუნიკაციო მომსახურებების (მათ შორის ბიზნეს ცენტრის საშუალებები, როგორიცაა ფაქსი და ფოტოკოპირების მომსახურებები) და გასართობი სისტემების (როგორიცაა PlayStation-ები და მუსიკალური ფლეერები) უზრუნველყოფა და მათზე წვდომის უზრუნველყოფა; ოთახში საკვების უზრუნველყოფის ხელშეწყობა (მათ შორის სტუმრის მიერ ნახსენები ნებისმიერი კვებითი უპირატესობების და შეზღუდვების გათვალისწინება); ოთახში მომსახურების გაწევა (მათ შორის სპეციალური ბალიშის, გადასაფარებლის ან ნებისმიერი სხვა საშუალებების გათვალისწინება, რომელსაც გამოხატავს სტუმარი) და მშრალი წმენდის მომსახურებები; კლიენტთა მოთხოვნების, შეკითხვების და საჩივრების მართვა; და ასაკთან დაკავშირებული შეზღუდული პროდუქტების და მომსახურებების დადგენა (როგორიცაა ალკოჰოლი ან ოთახში ზრდასრულთათვის განკუთვნილი გართობა).

კონტრაქტის შესრულება, როგორიც არის გადახდების დამუშავება

ლეგიტიმური ინტერესები, როგორიც არის სტუმრის მიერ მინიჭებული უპირატესობების გათვალისწინება (მაგ. ლიფტთან ახლოს მდებარე ოთახი ან ზედა სართული)

თანხმობა, როგორიც არის ინფორმაციის შეგროვება კვებითი უპირატესობების შესახებ, რომელსაც ირჩევს სტუმარი წარსადგენად

სამართლებრივი ვალდებულებები, როგორიც არის სახელმწიფო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ნომრების შეგროვება კანონის მოთხოვნისამებრ

კონფერენციები და ღონისძიებებიმოცემული დანიშნულებისთვის არსებობს მრავალი საქმიანობა, როგორიც არის: კლიენტებთან კომუნიკაცია კონფერენციების და სხვა ღონისძიებების დაგეგმარების თაობაზე („ღონისძიებები“); ღონისძიებების დაჯავშნის და შეკვეთების ხელშეწყობა; ღონისძიებების წინა მოსამზადებელ საქმიანობაში ჩართულობა (ლოგისტიკა, საცხოვრებელი, ცვლილებები და აშ.); ღონისძიებებისთვის მომზადება და კოორდინირება კლიენტის მითითების, მოლოდინების და რჩეული უპირატესობების შესაბამისად; კვების ორგანიზების ხელშეწყობა; ანგარიშის შესახებ კომუნიკაცია და კლიენტების მიერ დავალიანებების გამოთხოვება; გადასახადების და დეპოზირუტი უზრუნველყოფის დამუშავება; საკრედიტო ინფორმაციის შემოწმების წარმოება; კლიენტთა მოთხოვნების, კითხვების და საჩივრების მართვა; და ღონისძიების მონაწილეებთან კომუნიკაცია.

კონტრაქტის შესრულება, როგორიც არის დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაციის შეგროვება

ლეგიტიმური ინტერესები, როგორიც არის კლიენტთა საჩივრებზე ან ღონისძიებებთან დაკავშირებულ საკითხებზე პასუხის გაცემა

ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებული სამართლებრივი ვალდებულებები, როგორიც არის ბუღალტერიის და ანგარიშგების წარმოების ვალდებულება

Marriott-ის ოპერაციები და ზოგადი ბიზნესიმოცემულ დანიშნულებისთვის არსებობს მრავალი საქმიანობა, როგორიც არის: მომხმარებლებზე ზრუნვის მომსახურებების ადმინისტრირება ჩვენს ნებისმიერ სერვისთან დაკავშირებული შეკითხვების, კომენტარების და საჩივრების მართვისთვის და ხელშეწყობისთვის (როგორც პირისპირი კომუნიკაცია, სატელეფონო საუბრის, ელ. ფოსტის, ან სოციალური ქსელის საშუალებით); უსაფრთხოების მართვა და თაღლითობის პრევენცია; ონლაინ მომსახურებების ადმინისტრირება (მათ შორის ხარვეზების გამოსწორება, მონაცემთა ანალიზი, ტესტირება, სისტემის მოვლა, მხარდაჭერა, რეპორტინგი, და მონაცემთა ჰოსტინგი); სერვისების გამოყენების მონიტორინგი, მათი ანალიზი და მონაცემთა ანალიტიკის გამოყენება მომსახურებების, მარკეტინგის, პროგრამების, კლიენტთა ზოგადი გამოცდილების, უკუკავშირის შეგროვების გასაუმჯობესებლად, პოტენციურად ახალი სერვისებისთვის საპილოტე პროგრამების წარმოება, და როგორც ახალი მომსახურების შემუშავება და ასევე არსებულის გაუმჯობესაბა; და ჩვენი ბიზნესის გაერთიანების, შესწყიდვების და სხვა რეორგანიზაციული და რესტრუქტურიზაციის (მათ შორის სამომავლო გარიგებები) პროცესების ხელშეწყობა.

კონტრაქტის შესრულება, როგორიც არის ონლაინ სერვისების ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რათა ინდივიდებმა შეძლონ ჯავშვნების გაკეთება და ერთგულების ანაგარიშების მართვა

ლეგიტიმური ინტერესები, როგორიცაა კლიენტთა საჩივრებსა და პრეტენზიებზე რეაგირება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს, სადაც კანონით ნებადართულია, კლიენტთა მომსახურების ზარების ჩაწერას

თანხმობა, მაგალითად მარკეტინგული პროგრამებისთვის

ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებული სამართლებრივი ვალდებულებები, როგორიც არის ბუღალტერიის და ანგარიშგების წარმოების ვალდებულება

რეაგირება გადაუდებელ შემთხვევებზე და ინციდენტებზემოცემული დანიშნულებისთვის არსებობს მრავალი საქმიანობა, როგორიც არის: ადგილზე მომსახურების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ადგილზე უბედური, და სამედიცინო ან სხვა გადაუდებელი შემთხვევებზე (მათ შორის, სახლში ექიმის ვიზიტის მომსახურებების ხელშეწყობა) რეაგირება, მათი მართვა და დოკუმენტირება; აქტიურად საკუთრებების მონიტორინგი ინციდენტების სათანადო პრევენციისთვის, რეაგირებისთვის და დოკუმენტირებისთვის (მათ შორის CCTV); გადაუდებელი მომსახურებებისგან დახმარების მოთხოვნა; ინციდენტების და გადაუდებელი შემთხვევების დროს შეტყობინებების და გაფრთხილებების გაგზავნა (SMS, ელ. ფოსტის, ზარის, აუდიო-ვიდეო მოწყობილობის საშუალებით, ა.შ.).

კონტრაქტის შესრულება, როგორიც არის სტუმრების და პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ადგილზე მყოფი უსაფრთხოების პერსონალთან ინტერაქციის საშუალებით

კონტრაქტის შესრულება, როგორიც არის სტუმრების და პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საკუთრების CCTV-ით მონიტორინგის საშუალებით

სამართლებრივი ვალდებულებები, როგორიც არის ადგილზე მომხდარი შემთხვევების დოკუმენტირება

ინდივიდის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები, როგორიც არის ავადმყოფი სტუმრისთვის სამედიცინო ან გადაუდებელ მომსახურებასთან დაკავშირება

სამართალი და შესაბამისობამოცემული დანიშნულებისთვის არსებობს მრავალი საქმიანობა, როგორიც არის: მოქმედ კანონებთან შესაბამისობა; სამართლებრივ პროცესებთან შესაბამისობა; საჯარო და სახელმწიფო საზედამხედველო ორგანოებიდან შემოსულ მოთხოვნებზე რეაგირება; სახელმწიფო ან სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნების დაკმაყოფილება; ჩვენი წესებისა და პირობების დაცვის უზრუნველყოფა; ჩვენი ოპერაციების დაცვა; Marriott Group-ის, სტუმრების, ვიზიტორების და სხვა შესაბამისი ინდივიდების უფლებების, კონფიდენციალობის, უსაფრთხოების და საკუთრების დაცვა; და საშუალების ქონა, რათა გამოვიყენოთ ხელმისაწვდომი სამართლებრივი საშუალებები და შევამციროთ ის ზიანი, რომელიც შესაძლოა განიცადოს Marriott-მა.

სამართლებრივი ვალდებულებები, როგორიც არის სამართლებრივ პროცესებთან შესაბამისობა

ლეგიტიმური ინტერესები, როგორიც არის წესებისა და პირობების შესაბამისობის უზრუნველყოფა სავაჭრო ნიშნების დასაცავად

ინდივიდის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები, როგორიც არის სამედიცინო ან გადაუდებელ მომსახურებასთან დაკავშირება დარღვევების ან სტუმრებთან დაკავშირებული შემთხვევების დროს

სპა, სილამაზის, გოლფის და ფიტნეს სერვისებიმოცემულ დანიშნულებისთვის არსებობს მრავალი საქმიანობა, როგორიც არის: ჯავშნებისა და შეკვეთების ხელშეწყობა; მომსახურებაზე უფლების ქონის დადგენა; შეზღუდული შესაძლებლობების ან ჯანმრთელობასთან სხვა დაკავშირებული სხვა შეზღუდვების გათვალისწინება და შესაბამისი და უსაფრთხო ღონისძიებების, მომსახურებების, და მკურნალობის შეთავაზება, თანმიმდევრული და პერსონალიზირებული მომსახურების გაწევა ინდივიდის მიერ წარსულში არსებული გამოცდილების ან მის მიერ გამოხატული უპირატესობების საფუძველზე; გადახდების დამუშავება; მოთხოვნილი პროფესიონალური მომსახურებების გაწევის შეთანხმება სპეციალური მკურნალობებისთვის და მომსახურებებისთვის; და კლიენტთა მოთხოვნების, შეკითხვების და საჩივრების მართვა.

კონტრაქტის შესრულება, როგორიც არის გადახდების დამუშავება

თანხმობა, როგორიც არის მასაჟის მომსახურების მოწოდებისას ინფორმაციის შეგროვება ზურგთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ

ლეგიტიმური ინტერესები, როგორიც არის პერსონალიზირებული მომსახურებების უზრუნველყოფა (მაგ., წარსულ აქტივობებზე დაყრდნობით გოლფის თამაშის შესაძლებლობების შეთავაზება)

ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებული სამართლებრივი ვალდებულებები, როგორიც არის ბუღალტერიის და ანგარიშგების წარმოების ვალდებულება

ინდივიდის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები (მაგ., როდესაც ინდივიდი ხდება ცუდად ფიტნეს მოწყობილობის გამოყენების დროს)

საკვების და გამაგრილებელი სასმელების მომსახურებამოცემული დანიშნულებისთვის არსებობს მრავალი საქმიანობა, როგორიც არის: ჯავშნების ხელშეწყობა; დიეტური უპირატესობების გათვალისწინება; თანმიმდევრული და პერსონალიზირებული მომსახურების გაწევა ინდივიდის მიერ წარსულში არსებული გამოცდილების ან მის მიერ გამოხატული უპირატესობების საფუძველზე; გადახდების დამუშავება; ჯავშნების მართვა; და კლიენტთა მოთხოვნების, შეკითხვების და საჩივრების მართვა.

ხელშეკრულების შესრულება, როგორიცაა გადასახადების დამუშავება

თანხმობა, როგორიცაა კვებასთან დაკავშირებული, ჯანმრთელობის შეზღუდვების ან სტუმრების მიერ საკვების შეკვეთის დროს პირადი საჭიროებების ინფორმაციის შეგროვებასთან დაკავშირებული

ლეგიტიმური ინტერესები, როგორიცაა პერსონალური მომსახურების გაწევა (მაგ., წითელი ღვინის შეთავაზება სტუმრისთვის წინა მოთხოვნის საფუძველზე)

ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებული სამართლებრივი ვალდებულებები, როგორიცაა წიგნების და ჩანაწერების შენახვის ვალდებულება

ინდივიდის სასიცოცხლო ინტერესები (მაგალითად, როდესაც ინდივიდი გახდება ცუდად ერთ-ერთ რესტორანში)

ბავშვებთან დაკავშირებული მომსახურებები (მშობლებისთვის და კანონიერი მეურვეებისთვის)მოცემულ დანიშნულებისთვის არსებობს მრავალი საქმიანობა, როგორიც არის: ძიძის/სასტუმროს ძიძის, ბავშვთა კლუბის, და უმცროსი ასაკის პირებისთვის გოლფის პროგრამების მომსახურებების ხელშეწყობა; ჯავშნების და შეკვეთების ხელშეწყობა; სტუმრის მიერ არჩეული უპირატესობების, მითითებების და მოლოდინების შესაბამისად სასტუმროში დაბინავების მომზადება და კოორდინირება; გადახდების და საბილინგო მომსახურებები; საკვების უზრუნველყოფის მომსახურებები (მაგალითად, სპეციალური მენიუ ბავშვებისთვის ან სპეციალური ფასდაკლებები საუზმეებზე გარკვეული უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის).

კონტრაქტის შესრულება, როგორიც არის ოთახში მშობლებთან გარკვეული ასაკის ბავშვის ყოფნა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი გადასახადი ან ფასდაკლება

მშობლის ან კანონიერი მეურვის თანხმობა, როგორიც არის ბავშვთა საჭიროებების მოგვარება

ლეგიტიმური ინტერესები, როგორიც არის აკვანის ან ბავშვის ზომის საბანაო ხალათების და სხვა საშუალებების უზრუნველყოფა ბავშვებისთვის

ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებული სამართლებრივი ვალდებულებები, როგორიც არის ბუღალტერიის და ანგარიშგების წარმოების ვალდებულება

ინდივიდის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები, როგორიც არის ბავშვის ცუდად გახდომა ბავშვთა კლუბში მონაწილეობისას

ერთგულების პროგრამები, ანგარიშები და ურთიერთობის მენეჯმენტიმოცემულ დანიშნულებისთვის არსებობს მრავალი საქმიანობა, როგორიც არის: მომხმარებლების რეგისტრაცია ერთგულების და სხვა კლიენტების ანგარიშის პროგრამებში, და ასევე გადახდის ბარათების პროგრამებში; სხვადასხვა პროგრამებისა და დაკავშირებული სერვისების მიმართ შესაბამისობის დადგენა; ერთგულების პროგრამების მართვა; თანმიმდევრული და პერსონალიზირებული მომსახურების გაწევა ინდივიდის მიერ წარსულში არსებული გამოცდილების ან მის მიერ გამოხატული უპირატესობების საფუძველზე; ონლაინ სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფა; გადახდების დამუშავება; წევრთა ინფორმირება პროგრამებში, წესებში და პირობებში ცვლილებების შეტანის შესახებ; წევრების მოთხოვნების, საკითხების, საჩივრების მართვა.

კონტრაქტის შესრულება, როგორიც არის ქულების შეფასება და შეღავათების განაწილება

თანხმობა, როგორიც არის საკომუნიკაციო არხების უპირატესობების გათვალისწინება (მაგ., ელ. ფოსტა, SMS)

ლეგიტიმური ინტერესები, როგორიც არის კლიენტთა მიერ ქულების მოპოვეპის, მონიტორინგის და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული არჩეული საშუალებების მართვა

ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებული სამართლებრივი ვალდებულებები, როგორიც არის ბუღალტერიის და ანგარიშგების წარმოების ვალდებულება

მარკეტინგული, აქციებთან, კონკურსებთან და მესამე მხარესთან დაკავშირებული პროდუქტებიამ მიზანთან დაკავშირებული მთელი რიგი საქმიანობა, როგორიცაა: კომუნიკაცია იმ პროდუქტებსა და მომსახურებებზე, რომლებიც შეიძლება საინტერესო იყოს სტუმრებისთვის; შერჩეულ ვებ – გვერდებზე პროდუქტებისა და მომსახურების პერსონალიზირებული რეკლამირების მიწოდება, რომელიც ასევე შეიძლება მოიცავდეს სეგმენტაციას და პროფილირებას (როგორც ეს ტერმინი განსაზღვრულია GDPR–ში); და მომხმარებელთა თხოვნების, მოთხოვნებისა და საჩივრების დამუშავება.

კონტრაქტის შესრულება, როგორიც არის კონკურსთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება

თანხმობა, როგორიც არის საკომუნიკაციო არხების უპირატესობების გათვალისწინება (მაგ., ელ. ფოსტა, SMS)

ლეგიტიმური ინტერესები, როგორიც არის მსგავსი პროდუქციისთვის და სერვისებისთვის რეკლამების უზრუნველყოფა

სამართლებრივი ვალდებულები, როგორიც არის ინფორმაციის მართვა შეჯიბრთან დაკავშირებული წესების შესაბამისად

მეტი ინფორმაცია თქვენი პერსონალური უპირატესობების შესახებ

ჩვენი მიზანია, უკეთ მოგემსახუროთ და დავაკმაყოფილოთ თქვენი მოლოდინები და თქვენთვის მასპინძლობის სასურველი დონე, თქვენს მიერ დაჯავშნის მომენტიდან ობიექტის დატოვებამდე. მეტი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ.

მიზანიმიზანთან დაკავშირებული საქმიანობების აღწერასამართლებრივი საფუძვლები
იუბილეებიჩვენთან დარჩენისას, ჩვენ გვსურს დაგეხმაროთ, გადაიხადოთ ნებისმიერი განსაკუთრებული მნიშვნელობის იუბილე ან დაბადების დღე. მაგალითისთვის, ჩვენ შესაძლოა ჩავინიშნოთ აღნიშნული თარიღები, რათა შევძლოთ გადაგცეთ დაბადების დღის ან იუბილის საჩუქარი.თანხმობა, სადაც შეესაბამება
აქტივობის ტიპი და ჰობი (როგორიცაა, გამგზავრება სანაპიროზე, ძიძის სერვისი, ფიტნესი, მონაცემები მოგზაურობისა და ტრანსპორტირების შესახებ, ბავშვთა კლუბის თეატრი, რესტორნები ა.შ.)ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ თქვენთვის უზრუნველვყოფთ ისეთ სერვისებს, რომლებიც აუმჯობესებენ თქვენს Marriott-ის გამოცდილებას. ამის შესასრულებლად, ჩვენ შეიძლება შევინახოთ თქვენი უპირატესობები იმ აქტივობების სახეობათა შესახებ, რომელშიც მოგწონთ მონაწილეობა, რათა მომავალში ჩვენთან დარჩენისას შემოგთავაზოთ მსგავსი გამოცდილებები.თანხმობა, სადაც შეესაბამება
კავშირები (ქმარი, ცოლი, ვაჟიშვილი, ქალიშვილი, ა.შ.)ვაცნობიერებთ, რომ თქვენი უპირატესობები შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ ვისთან მოგზაურობთ (მაგალითისთვის, უპირატესობის მინიჭება ოთახის ტიპზე). ჩვენ შეიძლება შევინახოთ თქვენი კავშირების შესახებ ჩანაწერები, რაც დაგვეხმარება გავხადოთ თქვენი Marriott-ში ვიზიტი მაქსიმალურად კომფორტული. მაგალითისთვის, თუ გვეცოდინება, რომ მოგზაურობთ მცირე ასაკის ბავშვებთან, ჩვენ პროაქტიულად დავგეგმავთ დამატებით დაბინავების საშუალებებს, როგორიც არის აკვანი ან მგორავი ლოგინი.

ლეგიტიმური ინტერესი, რათა თქვენთვის უზრუნველვყოთ გამორჩეული სერვისი

თანხმობა, სადაც შეესაბამება

უპირატესობები საკუთრებებისთვის, კლუბებისთვის და ობიექტებისთვისჩვენთან დარჩენისას, ჩვენი სურვილია დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია თქვენი უზრუნველყოფა ისეთი სერვისებით, რომლებიც აუმჯობესებენ თქვენს Marriott-ის გამოცდილებას. ამის მიზნით, ჩვენ შეიძლება შევინახოთ თქვენი უპირატესობები  ჩვენს საკუთრებებთან, კლუბებთან და ობიექტებთან დაკავშირებით, რაც დამყარებულია თქვენს წინა უპირატესობებზე, რომლებიც დაკავშირებულიაბავშვთა კლუბებთან, ძიძის სერვისებთან, სპასთან და სილამაზის სერვისებთან, გოლფთან, რესტორნებსა და ფიტნესს საშუალებებთან.

ლეგიტიმური ინტერესი, რათა თქვენთვის უზრუნველვყოთ გამორჩეული სერვისი

თანხმობა, სადაც შეესაბამება

დიეტური უპირატესობებიჩვენთან დარჩენისას, ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ თქვენს უსაფრთხოებაში, კეთილდღეობაში და თქვენთვის სერვისების უზრუნველყოფაში, რომლებიც აუმჯობესებენ თქვენს Marriott-ის გამოცდილებას. მაგალითისთვის, ჩვენ შესაძლოა ჩავინიშნოთ თქვენს მიერ მინიჭებული უპირატესობები საკვებზე ან გამაგრილებელ სასმელებზე, რათა მზად ვიყოთ თქვენი მოთხოვნისთვის ოთახში მომსახურებაზე ან თუ გადაწყვეტთ, ისადილოთ ერთ-ერთ ჩვენს კაფეში ან რესტორანში.

ლეგიტიმური ინტერესი, რათა თქვენთვის უზრუნველვყოთ გამორჩეული სერვისი

თანხმობა, სადაც შეესაბამება

როგორ და როდის ვაზიარებთ თქვენს მონაცემებს

ჩვენი მიზანია, მოგაწოდოთ მასპინძლობის და მომსახურებების უმაღლესი ხარისხი, რისი მიღწევისთვისაც ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ პერსონალური და სხვა მონაცემები შემდეგს:

  • Marriott Group. ჩვენ ვაზიარებთ პერსონალურ და სხვა მონაცემებს სხვა კომპანიებს Marriott Group-ისიხსნება ახალ ბრაუზერში შიგნით ამ კონფიდენციალურობის განაცხადში აღწერილი მიზნების შესაბამისად, როგორიცაა სერვისების მიწოდება და პერსონალიზირება, თქვენთან ურთიერთობა, ლოიალურობის პროგრამების ხელშეწყობა და ჩვენი ბიზნეს მიზნების შესრულება. ჩვენ ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და სხვა მონაცემებს, რომლებიც გამოიყენება დაჯავშნის მიზნით, შესაბამის საკუთრებას და Marriott-ს თქვენი ჯავშნის შესასრულებლად.
  • ფრანშიზები. ჩვენ ვაწვდით პერსონალურ მონაცემებს და სხვა მონაცემებს მერიოტის ჯგუფის ბრენდირებული საკუთრების ფრანშიზის მიმღებს ამ გლობალური კონფიდენციალურობის განცხადებაში აღწერილი მიზნებისათვის. ფრანშიზის მფლობელებს აქვთ შეზღუდული უფლება გამოიყენონ გარკვეული პერსონალური მონაცემები საკუთარი მიზნებისთვის და, შესაბამისად, კვალიფიცირდებიან, როგორც მონაცემთა დამოუკიდებელი კონტროლიორები შემდეგი დამუშავებისთვის: ფრანშიზები მართავენ და უწევენ კოორდინაციას თქვენს ვიზიტს სასტუმროებში და ოპერირებენ ისე, რომ შესაძლოა გამოიყენონ თქვენი პერსონალური ინფორმაცია ასეთი მიზნებისთვის. ფრენჩაიზებმა ასევე შეიძლება გამოიყენონ თქვენი პერსონალური მონაცემები საკუთარი სამართლებრივი ვალდებულებების შესაბამისობისთვის, მათ შორის საბუღალტრო წიგნების და სააღრიცხვო ჩანაწერების წარმოებისთვის და სხვა შესაბამისობის ვალდებულებებისთვის.
  • მფლობელები: ჩვენ ვუზიარებთ პერსონალურ და სხვა მონაცემებს Marriott Group-ის ბრენდირებულ საკუთრებების მფლობელებს ისეთი მიზნებისთვის, რომელიც აღწერილია მოცემულ გლობალური კონფიდენციალობის შესახებ განცხადებაში. მფლობელებს აქვთ შეზღუდული უფლება გამოიყენონ გარკვეული პერსონალური ინფორმაცია თავიანთი მიზნებისთვის და შესაბამისად კლასიფიცირდებიან, როგორც მონაცემთა დამოუკიდებელი მაკონტროლებლები შემდეგი დამუშავებისთვის: მფლობელებმა შესაძლოა ასევე გამოიყენონ თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დაიცვან თავიანთი სამართლებრივი ვალდებულებები, მათ შორის ბუღალტრული აღრიცხვა, სააღრიცხვოჩანაწერების წარმოება და სხვა ვალდებულებები კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით.
  • სახლების და ვილების ობიექტის მართვის კომპანიები. ჩვენ ვუმჟღავნებთ პერსონალურ და სხვა მონაცემებს სახლებისა და ვილების მართვის კომპანიებს და მათი მომსახურების პროვაიდერებს ამ კონფიდენციალობის შესახებ განცხადებაში აღწერილი მიზნების შესაბამისად, როგორიცაა სერვისების მიწოდება და პერსონალიზება, ერთგულების პროგრამების ხელშეწყობა და მათი მარკეტინგი.
  • ავტორიზებული ლიცენზიატები. სადაც კანონით არის ნებადართული, ჩვენ ვუმჟღავნებთ პერსონალურ მონაცემებს და სხვა მონაცემებს ჩვენს ავტორიზებულ ლიცენზიატებს, მათ შორის Marriott Vacations Worldwide-ს, Ritz-Carlton Yacht Collection-ს, Marriott Group-ის ბრენდირებულ უძრავ ქონებას, American Express-ის, Chase და სხვა ბანკების საკრედიტო ბარათის თანაბრენდირებულ პარტნიორებს, იმ მიზნებისთვის, რომლებიც აღწერილია ამ კონფიდენციალურობის განცხადებაში, როგორიცაა მომსახურების მიწოდება და პერსონალიზაცია, თქვენი მოთხოვნების შესრულება და საკუთარი მარკეტინგული მიზნების შესრულება. მაგალითად, ეს გაზიარება საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ Marriott-ის ბრენდირებული საქონელი და მომსახურება, მათ შორის დასასვენებელი საკუთრება და Marriott Group-ის ბრენდირებული უძრავი ქონება.
  • საკუთრების ან/და მოგზაურობის პროვაიდერები. ჩვენ შესაძლოა გავუზიაროთ თქვენი ინფორმაცია სპას, რესტორნებს, ჯანმრთელობის კლუბებს, კონსიერჟსა და სხვა უწყებებს, რომლებიც მდებარეობენ ჩვენს საკუთრებებში, რათა ვაწარმოოთ თქვენთვის ჩვენი სერვისების მიწოდება და მათი მარკეტინგი, როდესაც თქვენ ეწვევით Walt Disney World®-თან აფილირებულ ერთ-ერთ ჩვენს საკუთრებას, ისეთი როგორიც არის Disney Destinations, LLC და Walt Disney Travel Company®. ეს გაზიარება საშუალებას გვაძლევს მოგაწოდოთ შეძენილი პაკეტების ყოველი წყარო, რომელიც მოიცავს მოგზაურობასთან დაკავშირებულ მომსახურებას, როგორიცაა ავიაბილეთების, ავტომობილების გაქირავების და შვებულების პაკეტები.
  • დაკავშირებული ანგარიშები. ჩვენ ვთანამშრომლობთ გარკვეულ მესამე პირებთან, რომლებიც საშუალებას გაძლევთ დარეგისტრირდეთ მათ სერვისებზე. მაგალითისთვის, გარკვეული კომპანიები საშუალებას გაძლევენ გამოიყენოთ თქვენი ერთგულების პროგრამების ნომერი ან ონლაინ მომსახურებების რეგისტრაცია ან დარეგისტრირდეთ მათ მომსახურებებზე. ეს კომპანიები მოიცავს ბიზნესებს, როგორიცაა ავიაკომპანიები და მანქანების გაქირავების პროვაიდერები და რესტორნების დაჯავშნისა და ავტომობილის მომსახურების პარტნიორები. ამის გარდა, თქვენი სოციალური ქსელის ანგარიშის პროვაიდერი საშუალებას გაძლევთ, დაუკავშიროთ თქვენი სოციალური ქსელის ანგარიში თქვენი ონლაინ მომსახურებების ანგარიშს ან შეხვიდეთ თქვენი ონლაინ ქსელის ანგარიშზე თქვენი სოციალური ქსელის ანგარიშიდან. ასეთ მომსახურებებში ჩართვისას, ჩვენ გავამჟღავნებთ თქვენს პერსონალურ და სხვა ინფორმაციას ამ მესამე მხარეებთან. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ, რომ თქვენი პირადი მონაცემების ან სხვა მონაცემების გაზიარება მოხდეს ამ გზით, მაშინ არ მიაწოდოთ თქვენი ლოიალურობის პროგრამის ნომერი მესამე მხარეს, არ გამოიყენოთ თქვენს ონლაინ სერვისებზეწვდომის მონაცემები მესამე მხარის სარეკლამოაქციებზე რეგისტრაციისთვის და არ დაუკავშიროთ თქვენი ონლაინ სერვისების ანგარიშები მესამე მხარის სერვისების ანგარიშებს. ასეთი გზით გაზიარებული მონაცემები დაექვემდებარება მესამე მხარის კონფიდენციალობის შესახებ პოლიტიკას და მასზე არ გავრცელდება წინამდებარე კონფიდენციალობის შესახებ განცხადება.
  • სარეკლამო აქტივობა. ჩვენ ვთანამშრომლობთ მესამე პირებთან, რომლებმაც შეიძლება მოგაწოდონ სარეკლამო აქციები, როგორიცაა გათამაშებები, კონკურსები ან სხვა შეთავაზებები.
  • eFolio პროგრამა. თუ თქვენ ხართ იმ კომპანიის თანამშრომელი, რომელიც მონაწილეობს Marriott ჯგუფის eFolio პროგრამაში და ჯავშნით თქვენს ოთახს კორპორატიული კოდის გამოყენებით ან იხდით თქვენს ხარჯებს კორპორატიული საკრედიტო ბარათის გამოყენებით, თქვენი ფოლიოს ამონაწერი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი თქვენთვის მოწოდებული საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაცია, შესაძლოა გაეგზავნოს თქვენს კომპანიას და თქვენი საკრედიტო ბარათის კომპანიას. ეს კონფიდენციალურობის განცხადება არ ვრცელდება თქვენს იმ პერსონალურ მონაცემებზე, რომელსაც მართავს თქვენი დამსაქმებელი, საკრედიტო ბარათის კომპანია ან ბანკი, და ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მათ პრაქტიკაზე.
  • სერვისის მომწოდებლები. ჩვენ ვამჟღავნებთ პერსონალურ მონაცემებს და სხვა მონაცემებს მესამე მხარის პროვაიდერებს, მათ შორის, მაგალითად, კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ვებ-გვერდის ჰოსტინგს, მონაცემთა ანალიზს, გადახდის დამუშავებას, შეკვეთის შესრულებას, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს და შესაბამისი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას, მომხმარებლის მომსახურებას, ელ.ფოსტის მიწოდებას, მარკეტინგს, აუდიტს და სხვა მომსახურებებს.

სხვა გამოყენებები და განმარტებები:

ჩვენ გამოვიყენებთ და გავამჟღავნებთ პერსონალურ ინფორმაციას ისე, როგორც ჩვენ მივიჩნევთ საჭიროდ ან სათანადოდ, რათა: (ა) დავიცვათ შესაბამისი კანონი, მათ შორის, თქვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული კანონები; (ბ) დავიცვათ სამართლებრივი პროცესი; (გ) პასუხი გავცეთ მოთხოვნებს შემოსული საჯარო და სამთავრობო დაწესებულებებიდან, მათ შორის თქვენი ქვეყნის გარეთ არსებულ დაწესებულებებს და დავაკმაყოფილოთ ეროვნული უსაფრთხოების ან სამართალდამცავთა მოთხოვნილებები; (დ) აღვასრულოთ ჩვენი დადგენილებები და პირობები; (ე) დავიცვათ ჩვენი ოპერაციები, მაგალითად, Marriott Group-ის ბიზნესის სრული ან ნაწილის, აქტივის ან აქციების რაიმე სახის რეორგანიზაციის, შერწყმის, გაყიდვის, ერთობლივი საწარმოს, დავალების, გადაცემის ან სხვა განაწილების (მათ შორის, ნებისმიერი გაკოტრების ან მსგავსი პროცესის სამართალწარმოების დროს) შემთხვევაში; (ვ) დავიცვათ Marriott Group-ის ბიზნესის, თქვენი ან სხვების უფლებები, კონფიდენციალობა, უსაფრთხოება ან საკუთრება; და (ზ) საშუალება მოგვცეს გამოვიყენოთ ხელმისაწვდომი საშუალებები ან შევამციროთ ის ზიანი, რომელიც შესაძლოა განვიცადოთ.

ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ ან გავამჟღავნოთ სხვა მონაცემები ნებისმიერი მიზეზით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამას გვიკრძალავს შესაბამისი კანონი.

დასაწყისში დაბრუნება

თქვენი მონაცემები, თქვენი არჩევანი: თქვენი კონფიდენციალობის უპირატესობები და უფლებები

Marriott-ში გვჯერა, რომ თქვენ უნდა გქონდეთ არჩევანი თქვენს მონაცემებთან დაკავშირებით. ჩვენ გაძლევთ საშუალებას, ინფორმაციას და ქვემოთ მოცემულ არჩევანს, რათა გამოხატოთ თქვენი უპირატესობები: რას და რა ოდენობით აზიარებთ ჩვენთან და როდის და როგორ დაგიკავშირდეთ.

კომუნიკაცია და უპირატესობები

  • იმისთვის რომ შეცვალოთ, როგორ და რა სიხშირით გვაქვს ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს თქვენთან კომუნიკაცია, გთხოვთ შეხვიდეთ თქვენი ერთგულების ანგარიშის პროფილზე და მონიშნოთ საკომუნიკაციო უპირატესობები.
  • თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ გამოწერის გაუქმების ბმული, რომელიც მოთავსებულია ჩვენი ნებისმიერი კომუნიკაციის ქვემოთ.
  • თუ თქვენ აღარ გსურთ მარკეტინგული ელ-წერილების მიღება, შეგიძლიათ გააუქმოთ გამოწერა ჩვენი გამოწერის გაუქმების გვერდზე ან ჩვენ მიერ გამოგზავნილ მარკეტინგულ ელ-წერილში მოცემულ გაუქმების ინსტრუქციებზე მიყოლით.
  • დამატებით, შეგიძლიათ განაცხადოთ უარი მარკეტინგული ელ-ფოსტების მიღებაზე წერილის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: ინტერნეტ მომხმარებელთა დახმარება – გამოწერის გაუქმება, 1818 North 90 Street, Omaha, Nebraska 68114-1315 USA ან Luxury Reservations Limited - გამოწერის გაუქმება, 10 Earlsfort Terrace, Dublin D02 T380, Ireland
  • შენიშვნა: იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ იტყვით ჩვენი მხრიდან მარკეტინგთან დაკავშირებულ ელწერილებზე უარს, ჩვენ კვლავ გამოგიგზავნით ტრანზაქციურ შეტყობინებებს, როგორიც არის ინფორმაცია თქვენს ჯავშნებზე ან დარჩენასთან დაკავშირებით, მათ შორის დასტურსა და ჩამოსვლამდელი შეტყობინებების ელწერილებს, ან ანგარიშის უსაფრთხოების განახლებებს.
  • თუ გსურთ დაარეგულიროთ თქვენი ვიზიტის უპირატესობები, შედით თქვენი ერთგულების ანგარიშზე და აირჩიეთ ოთახის პარამეტრები, ვიზიტის უპირატესობები.

მზა ჩანაწერები და სხვა მონაცემები

ქუქი ფაილებთან და სხვა მონაცემებთან დაკავშირებული თქვენი არჩევანის შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ ზემოთ მოცემული განყოფილება ქუქისს და სხვა მონაცემთა ქუქი ფაილების და სხვა მონაცემების შესახებ.

როგორ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა, ცვლილება, წაშლა, გამოყენების შეზღუდვა ან გააპროტესტოთ მათი დამუშავება

როგორ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს მიერ ჩვენთან გაზიარებულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა, ცვლილება, წაშლა, გამოყენების შეზღუდვა ან გააპროტესტოთ მათი დამუშავება, ან თუ გსურთ მიიღოთ თქვენი პირადი მონაცემების ელექტრონული ასლი სხვა კომპანიისთვის გადაცემის მიზნით (იმდენად, რამდენადაც ეს თქვენთვის არის დაშვებული კანონით), გთხოვთ მოინახულოთ ჩვენი ინდივიდუალური უფლებების პორტალი და შეავსოთ ეს ფორმაიხსნება ახალ ბრაუზერში. ჩვენს ფორმასთან ან პროცესებთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვისათვის, გთხოვთ დაგვიკავშირდით მისამართზე privacy@marriott.com. გთხოვთ ასევე იხილეთ, დაგვიკავშირდით.

თქვენი დაცვის მიზნით, ჩვენ ვასრულებთ მხოლოდ იმ მოთხოვნებს, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ ელექტრონულ მისამართთან და/ან ერთგულების ანგარიშის ნომერთან, რომელსაც თქვენ აიდინტიფიცირებთ თქვენს მოთხოვნაში, და ჩვენ შესაძლოა დაგვჭირდეს თქვენი ვინაობის გადამოწმება გარკვეული მოთხოვნების შესრულებამდე. კანონით დასაშვებ ფარგლებში ჩვენ შესაძლოა დაგაკისროთ სათანადო გადასახადი, რათა დავფაროთ თქვენი მოთხოვნის პასუხთან დაკავშირებული ხარჯები.

Marriott-ი აცნობიერებს და პატივს სცემს ჩვენი სტუმრების კონფიდენციალობას და შეეცდება, დაიცვას თქვენი მოთხოვნა გონივრულ ვადაში შესაბამისი კანონის ფარგლებში.

თუ თქვენ მოგვეცით თანხმობა კონკრეტულ ქმედებებთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ უკან გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა ჩვენთან დაკავშირებით, რაც აღნიშნულია ქვემოთ ნაწილში „დაგვიკავშირდით“.

დასაწყისში დაბრუნება

სხვა მნიშვნელოვანი დებულებები

Marriott Group-ის არაწევრი უწყებები 

წინამდებარე განცხადება კონფიდენციალობის შესახებ არ არის მიმართული და ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას კონფიდენციალობაზე, მონაცემებსა ან სხვა პრაქტიკებზე, Marriott Group-ის გარე უწყებებზე, მათ შორის ფრანშიზებზე, მფლობელებზე, ავტორიზებულ ლიცენზიატებზე, სტრატეგიულ ბიზნეს პარტნიორებსა ან ნებისმიერ მესამე მხარეზე, რომლებიც ოპერირებენ ნებისმიერ საიტს ან სერვისს, დაკავშირებული გადახდის მომსახურებასთან, ერთგულების პროგრამასთან ან ვებ-გვერდთან, რომელიც ჩვენი საკუთრებების მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ პროვაიდერების მიმღებ გვერდზეა. ბმულის ჩართვა ონლაინ სერვისებზე ჩვენი მხრიდან არ გულისხმობს მიბმული ვებ-გვერდის ან სერვისის გამოყენების მხარდაჭერას. ჩვენ ზოგადად არ გვაქვს კონტროლი, და არ ვართ პასუხისმგებელი ნებისმიერი მესამე მხარის მიერ თქვენ შესახებ მოპოვებულ, გამოყენებულ თუ გამჟღავნებულ პერსონალურ მონაცემებზე.

ამის გარდა, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას სხვა ორგანიზაციების მიერ მონაცემთა შეგროვებაზე, გამოყენებაზე, გამჟღავნებაზე, ან უსაფრთხოების პოლიტიკასა ან პრაქტიკაზე, როგორებიცაა Facebook, Apple, Google, Microsoft, RIM ან სხვა ნებისმიერი აპლიკაციის დეველოპერი, აპლიკაციის პროვაიდერი, სოციალური ქსელის პლატფორმის პროვაიდერი, ოპერაციული სისტემის პროვაიდერი, უკაბელო სერვისის პროვაიდერი ან მოწყობილობის მწარმოებელი, მათ შორის ნებისმიერი პერსონალური მონაცემები, რომლებსაც თქვენ უზიარებთ სხვა ორგანიზაციებს აპლიკაციების ან ჩვენი სოციალური ქსელის გვერდების საშუალებით.

უსაფრთხოება 

ჩვენ ვცდილობთ, გამოვიყენოთ გონივრული ორგანიზაციული, ტექნიკური და ადმინისტრაციული ზომები პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით. სამწუხაროდ, მონაცემთა გადაცემის ან შენახვის სისტემა არ არის 100%-ით გარანტირებული, რომ იქნება უსაფრთხო. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ურთიერთქმედება ჩვენთან აღარ არის უსაფრთხო (მაგალითად, თუ თქვენ გრძნობთ, რომ თქვენი ანგარიშის უსაფრთხოება კომპრომეტირებულია), გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეგვატყობინეთ „დაგვიკავშირდით“-ის ქვემოთ არსებული განყოფილების მიხედვით.

შენარჩუნება 

ჩვენ შევინარჩუნებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამ კონფიდენციალობის შესახებ განაცხადებაში აღწერილი მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი პერიოდის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხანგრძლივი შენარჩუნების პერიოდი, სავალდებულო ან ნებადართულია კანონით.

კრიტერიუმები, რომლებიც გამოიყენება ჩვენი შენარჩუნების პერიოდების დასადგენად, მოიცავს:

  • დროის ხანგრძლივობას, რომლის განმავლობაშიც ჩვენ გვაქვს თქვენთან მიმდინარე ურთიერთობა და გაწვდით სერვისებს (მაგალითად მანამ, სანამ ჩვენთან გაქვთ ანგარიში ან სარგებლობთ მომსახურებებით)
  • სამართლებრივი ვალდებულების შემთხვევაში, რომელსაც ვექვემდებარებით (მაგალითად, გარკვეული კანონები გვავალდებულებს, რომ შევინახოთ თქვენი ტრანზაქციების ჩანაწერები რაღაც პერიოდის განმავლობაში, სანამ წავშლით)
  • მიზანშეწონილია თუ არა შენარჩუნება ჩვენი სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით (როგორიცაა, შეზღუდვების დებულებები, სამართალწარმოება ან მარეგულირებელი გამოძიებები)

სენსიტიური მონაცემები

კონკრეტული მოთხოვნების გარდა, გთხოვთ, რომ არ გამოგვიგზავნოთ, არ გაგვიმხილოთ, სერვისების საშუალებით ან უშუალოდ ჩვენ, ნებისმიერი სენსიტიური პერსონალური მონაცემები (მაგალითად, სოციალური უსაფრთხოების ნომერი, გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, პასპორტის ნომერი, მართვის მოწმობის ნომერი, სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი; საკრედიტო და სადებეტო ბარათის მონაცემები ან ფინანსური ანგარიშის ნომერი, ნებისმიერი პაროლით ან პაროლის გარეშე, რომელიც ანგარიშზე წვდომას , საკრედიტო ისტორია; ან ინფორმაცია რასობრივი კუთვნილების შესახებ, რელიგია, ეთნიკური წარმომავლობა, სქესობრივი ცხოვრება ან პრაქტიკა ან სექსუალური ორიენტაცია, სამედიცინო ან ჯანმთელობის შესახებ ინფორმაცია, გენეტიკური ან ბიომეტრიული ინფორმაცია, ბიომეტრიკა, პოლიტიკური ან ფილოსოფიური შეხედულებები, პოლიტიკური ან სავაჭრო გაერთიანებაში წევრობა, ინფორმაცია წარსულის შესახებ, სასამართლო ინფორმაცია, ისეთი როგორიცაა კრიმინალური წარსულის ჩანაწერები, ან ინფორმაცია ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის საქმეების და სანქციების შესახებ).

არასრულწლოვანთა მიერ სერვისების გამოყენება

მომსახურება არ არის განკუთვნილი თექვსმეტ (16) წლამდე ასაკის პირებისათვის და ჩვენ ვითხოვთ, რომ მათ არ წარმოადგინონ პერსონალური მონაცემები სერვისების მეშვეობით.

მონაცემთა საერთაშორისო გადაცემები

Marriott Group არის გლობალური ორგანიზაცია და გლობალურ სერვისებს გთავაზობთ. მონაცემთა გადაცემა საერთაშორისო მასშტაბით არსებითია სერვისებისთვის, რათა თქვენ მიიღოთ ერთნაირად მაღალი ხარისხის მომსახურება, სადაც არ უნდა იყოთ მსოფლიოში. შედეგად, კანონის გათვალისწინებით, პერსონალურ მონაცემებსა და სხვა მონაცემებს, რომლებიც მოვაგროვეთ სერვისებთან დაკავშირებით, გავგზავნით იმ ქვეყნების ორგანიზაციებთან, სადაც მონაცემთა დაცვის სტანდარტები შეიძლება განსხვავდებოდეს იმ ქვეყანის სტანდარტებისაგან, სადაც თქვენ ცხოვრობთ, მათ შორის EEA, UK, ან შვეიცარიის მიღმა. Marriott-ის ბრენდირებული ობიექტების სტუმრობის ან მათში დარჩენის, ჯავშნის გაკეთების, Marriott-ის ბრენდირებული მომსახურებით სარგებლობისას, აცნობიერებთ, რომ თქვენს პერსონალურს მონაცემებს გადავცემთ გლობალურად.

გარკვეულ შემთხვევებში, სასამართლოს, სამართალდამცავს ორგანოებს, მარეგულირებელს ორგანოებს ან უსაფრთხოების სხვა ორგანოებს იმ სხვა ქვეყნებში ექნებათ წვდომის უფლება თქვენს პირად მონაცემებზე.

ზოგიერთი ქვეყანა აღიარებულია ევროკომისიის მიერ, როგორც მონაცემთა დაცვის ადეკვატური დონის მქონე, ევროპის ეკონომიკური ზონის სტანდარტების შესაბამისად (ამ ქვეყნების სრული ჩამონათვალი მოცემულია აქ)Open in a new browser tab. Marriott Group ადგენს სტანდარტულ სახელშეკრულებო პუნქტებს ან სხვა დამტკიცებულ მექანიზმს ტრანსსასაზღვრო გადაცემისათვის, საჭიროებისამებრ.

განახლებები წინამდებარე კონფიდენციალობის შესახებ განცხადებაში. 

წარწერა „ბოლოს განახლებული“ ამ გვერდის თავზე მიუთითებს, თუ როდის მოხდა წინამდებარე კონფიდენციალობის შესახებ განცხადების განახლება. ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის, როდესაც ჩვენ გამოვაქვეყნებთ შესწორებულ კონფიდენციალობის შესახებ განცხადებას ონლაინ სერვისებზე. თუ თქვენ გსურთ გადახედოთ ამ ცვლილების შემდეგ სერვისების გამოყენების დებულებას, რომელიც ძალაში შევიდა შესწორებისთანავე, გთხოვთ დაუკავშირდით privacy@marriott.com.

დასაწყისში დაბრუნება

დაგვიკავშირდით

კონფიდენციალურობის ამ დებულებასთან დაკავშირებული შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტაზე privacy@marriott.com.

თუ თქვენ ცხოვრობთ შეერთებულ შტატებში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ევროპის ან შვეიცარიის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ, თქვენს პერსონალურ მონაცემებზე პასუხისმგებელი მონაცემთა მაკონტროლებელია Marriott International, Inc. მისამართით:

Marriott International, Inc.
გლობალური შესაბამისობა, კონფიდენციალურობა
7750 Wisconsin Avenue
Bethesda, MD 20814
ამერიკის შეერთებული შტატები

თუ თქვენ ცხოვრობთ ევროპის ეკონომიკურ ზონაში ან შვეიცარიაში, მონაცემთა მაკონტროლებელია Luxury Reservations Limited, მისამართით:

Luxury Reservations Limited
10 Earlsfort Terrace
Dublin D02 T380
ირლანდია

დამატებითი ინფორმაცია

მონაცემთა მაკონტროლებელი

Marriott Group მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამოუკიდებელი მაკონტროლებელი თავიანთ მფლობელებსა და ფრანშიზებთან დაკავშირებით, რომლებსაც აქვთ შეზღუდული უფლება გამოიყენონ მონაცემები, რომლებსაც ჩვენ ვაგროვებთ ქვემოთ აღწერილი წესით:

მფლობელები: გამომდინარე იქიდან, რომ სასტუმრო, რომელიც დაჯავშნილია თქვენი დაბინავებისთვის, შეიძლება არ ეკუთვნოდეს Marriott Group-ს, ჩვენ ვუმჟღავნებთ მონაცემებს Marriott Group-ის ბრენდირებული საკუთრებების მფლობელებს იმ დანიშნულებისთვის, რომელიც აღწერილია განცხადებაში გლობალური კონფიდენციალობის შესახებ. მფლობელებს აქვთ შეზღუდული უფლება გამოიყენონ გარკვეული პერსონალური მონაცემები საკუთარი მიზნებისთვის და შესაბამისად ჩაითვლებიან, როგორც მონაცემთა დამოუკიდებელი მაკონტროლებლები საკუთარი სამართლებრივი ვალდებულებების შესაბამისობის დაცვისთვის, მათ შორის საბუღალტრო წიგნებისა და სააღრიცხვოჩანაწერების წარმოებისთვის და სხვა შესაბამისობის ვალდებულებებისთვის.

ფრანშიზები: აგრეთვე, ზოგი Marriott ბრენდირებული სასტუმროს ფლობა და ოპერირება ხდება Marriott Group-თან დადებულ ფრანშიზული ხელშეკრულების ფარგლებში. ამგვარად, ჩვენ ვუმჟღავნებთ მონაცემებს მხოლოდ Marriott Group-ის ბრენდირებული საკუთრებების ფრანშიზებს იმ დანიშნულებისთვის, რომელიც აღწერილია განცხადებაში გლობალური კონფიდენციალობის შესახებ. ფრენჩაიზებს აქვთ შეზღუდული უფლება გამოიყენონ გარკვეული პერსონალური მონაცემები საკუთარი მიზნებისთვის და შესაბამისად განისაზღვრებიან, როგორც მონაცემთა დამოუკიდებელი მაკონტროლებლები თქვენი სასტუმროებში ვიზიტის მართვისთვის და კოორდინაციისთვის და საკუთარი სამართლებრივი ვალდებულებების შესაბამისობის დაცვისთვის, მათ შორის საბუღალტრო წიგნებისა და სააღრიცხვო ჩანაწერების წარმოებისთვის და კანონთან შესაბამისობის სხვა ვალდებულებებისთვის.

თქვენ ასევე შეგიძლიათ:

  • დაუკავშირდით ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერს, რომელიც პასუხისმგებელია თქვენს ქვეყანასა ან რეგიონზე მისამართზე MarriottDPO@marriott.com. თქვენს ელ-ფოსტაში გთხოვთ, მიუთითოთ ქვეყანა, საიდანაც გვიკავშირდებით
  • შეიტანეთ საჩივარი თქვენი ქვეყნის ან რეგიონის მონაცემთა დაცვის ორგანოში, ან იქ სადაც ადგილი ჰქონდა შესაბამისი მონაცემთა დაცვის კანონის დარღვევას. ევროპის ეკონომიკური ზონისთვის, მონაცემთა დაცვის ეროვნული ორგანოების სია შეგიძლიათ იხილოთ აქ http://ec.europa.eu/newsroom/article29/item-detail.cfm?item_id=612080Open in a new browser tab.

დასაწყისში დაბრუნება